ISW: "რუსეთმა შესაძლოა, ხერსონის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგური გაანადგუროს"
20/10/2022 06:10:10 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებდეს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს.
"შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობდეს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს, ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას", – აცახდებს ISW.
ISW ყურადღებას ამახვილებს რუსეთის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებზე, რომლის თანახმად, "კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას უკრაინის არმია აპირებს".


