Accentnews.ge
უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა

უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა

20/10/2022 06:05:01 მსოფლიო

დღეიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს.

კომპანია „უკრენერგოს" ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ, 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურა. 19 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს კიდევ, 3 ენერგოობიექტზე.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ქმედებას ტერორისტული აქტების ერთ-ერთ სახეობას უწოდებს. 19 ოქტომბერს ეს ტერმინი გამოიყენა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან ევროპარლამენტში გამოსვლისას ომის დანაშაული უწოდა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის თავდასხმებს და განაცხადა, რომ ზამთრის წინ ადამიანების დატოვება ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშე, ტერორის აქტებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S