Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინელებმა ერთ თვეში 233 ირანული "დრონი” გაანადგურეს"

ზელენსკი: "უკრაინელებმა ერთ თვეში 233 ირანული "დრონი” გაანადგურეს"

20/10/2022 06:02:39 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა ერთი თვის განმავლობაში 233 „კამიკაძე- დრონი” ჩამოაგდეს.

“ვმუშაობთ უკრაინის ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები: ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა ჩამოვაგდეთ. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სამწუხაროდ, არის ზარალიც. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი დაზიანება გვაქვს. 19 ოქტომბერს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდულად გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება და იმ მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც მოიხმარენ ბევრ ენერგიას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S