Accentnews.ge
მედია -  შტაინმაიერი კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

მედია -  შტაინმაიერი კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

19/10/2022 19:23:02 მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს, – იუწყება Bild გერმანულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერის ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების უწყებებმა პრეზიდენტს კიევში ვიზიტისგან გადააფიქრებინეს.

Bild-ს ცნობით, ვიზიტის გაუქმებამ კიევში გაღიზიანება გამოიწვია.

“იმ დროს როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აუქმებს, არის ბევრი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარი, რომელთაც ზუსტად ახლა სურთ [უკრაინის] დედაქალაქში ყოფნა”, - ციტირებს გამოცემა უკრაინულ წყაროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S