Accentnews.ge
ზელენსკისა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ზელენსკისა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

19/10/2022 17:13:05 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

"გრძელდება მეგობრული დიალოგი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. მადლობას ვუხდი მას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა თურქეთის განსაკუთრებული როლი მარცვლეულის ინიციატივაში და ამ ინიციატივის გაგრძელებაში. - უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების მაღალი შეფასება. თურქეთ –უკრაინის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში მაღალი შეფასება მიეცა" – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S