ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა
19/10/2022 15:59:21 მსოფლიო
ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა.
"მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ 2022 წლის სახაროვის პრემია 'აზროვნების თავისუფლებისთვის' მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ.
დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება.
საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობეის უფლებებს. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
სხვადასხვა დროს ლაურეატები გამხდარან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გაეროს ხელმძღვანელი კოფი ანანი, რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა, უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. შარშან ამ პრიზის მფლობელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გახდა.


