Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ მივაწვდით, თუმცა გავაგრძელებთ კიევის დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში"

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ მივაწვდით, თუმცა გავაგრძელებთ კიევის დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში"

19/10/2022 13:22:37 მსოფლიო

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ მიაწოდებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ევროპელ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ისრაელი მხარს უჭერს და დგას უკრაინის, ნატო–სა და დასავლეთის გვერდით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ მიაწოდებს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა მიზეზების გამო. თუმცა გავაგრძელებთ კიევის დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში", – განაცხადა განცმა და დასძინა:

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ირანის ჩართულობას უკრაინის ომში“.

ცნობისთვის: ისრაელი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, რაც ხელს უწყობს ისრაელის ოპერაციებს ირანის მიერ მხარდაჭერილი აქტორების წინააღმდეგ სირიაში, ისრაელი თავს იკავებს, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს.

არსებული ინფორმაციით, ისრაელმა ირანული წარმოების "დრონების" პროგრამის შესახებ დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის უკვე დაიწყო.

გამოცემა Haaretz-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისრაელმა კიევს საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად „ადრეული გაფრთხილების სისტემის“ შექმნაში დახმარება შესთავაზა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S