Accentnews.ge
კიევის მერი მოქალქეებს აფრთხილებს: "საჰაერო განგაში გრძელდება, დარჩით თავშესაფრებში"

კიევის მერი მოქალქეებს აფრთხილებს: "საჰაერო განგაში გრძელდება, დარჩით თავშესაფრებში"

19/10/2022 12:51:15 მსოფლიო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ქალაქზე შეტევა განაახლეს.

"უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო განგაში გრძელდება, დარჩით თავშესაფრებში", – აცხადებს კლიჩკო.

ცნობისთვის: 10 ოქტომბერის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე შეტევა რამდენჯერმე განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S