მედია – უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული "დრონების" გამოყენების გამო ევროკავშირი ირანს დამატებით სანქციებს უწესებს
19/10/2022 11:50:24 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული "დრონების" გამოყენების გამო ევროკავშირი ირანს დამატებით სანქციებს უწესებს, – იუწყება დასავლური მედია ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის "შავ სიას" ირანის 8 ფიზიკური და იურისული პირი დამაეტება.
ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.


