Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე - "ვაკის პარკის" შადრევანზე: "იყო გადაცდომა, სისტემური პრობლემა არ ვლინდება"

ირაკლი კობახიძე - "ვაკის პარკის" შადრევანზე: "იყო გადაცდომა, სისტემური პრობლემა არ ვლინდება"

19/10/2022 11:20:28 მსოფლიო

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ვაკის პარკში" მომხდარი შემთხვევა, რამაც ორი მოზარდის დაშავება და ერთის სიკვდილი გამოიწვია, კონკრეტული გადაცდომის შედეგია და არა სისტემური პრობლემის.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო", - განაცხადა კობახიძემ.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, კახა კალაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მერის თანამდებობა დატოვოს.

გამოძიების ინფორმაციით, მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვის+-მა", რომელიც ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, ყალბი დასკვნა წარადგინა. ეს დასკვნა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ჩაიბარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S