ალასკასთან რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები დააფიქსირეს
19/10/2022 11:17:47 მსოფლიო
აშშ–ში უარი თქვეს 17 ოქტომბერს ალიასკას სანაპიროსთან ორი რუსული ტუ-95-ის სტრატეგიული ბომბდამშენის ფრენის საფრთხედ და პროვოკაციად განხილვაზე,– ამის შესახებ ალასკას საჰაერო–კოსმოსური თავდაცვის სარდლობაში განაცხადეს (NORAD).
„რუსული თვითმფრინავები შევიდნენ და მოქმედებდნენ ალასკას საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. თუმცა, ისინი დარჩნენ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და არ შესულან შეერთებული შტატების ან კანადის სუვერენულ სივრცეში“,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსული სტრატეგიული Tu-95MS რაკეტმზიდების ფრენა წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებზე, ბერინგისა და ოხოცკის ზღვებზე ასევე აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
„ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტი იყო“, - განაცხადეს უწყებაში.
უწყების თქმით, Tu-95MS-ს თან ახლდა წყნარი ოკეანის ფლოტის მიგ-31–ები. ბომბდამშენების ეკიპაჟებმა ფრენის დროს საწვავის შევსებაში ივარჯიშეს.
მანამდე რუსული თვითმფრინავი ალასკას სანაპიროსთან აგვისტოში (სამჯერ) და 11 სექტემბერს დააფიქსირეს.


