მედია– EUMM-ის გარდა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შესაძლოა ОSCE-ს დამკვირვებლებიც განთავსდნენ
19/10/2022 10:19:49 მსოფლიო
ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის (EUMM) გარდა, რომელიც უკვე შევიდა სომხეთში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იმუშავებს, ქვეყანა ОSCE-ს დამკვირვებლების შესვლასაც განიხილავს, – იუწყება azatutyun.am სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანზე დაყრდნობით.
მინისტრის ცნობით, დამკვირვებლების განთავსებაზე მოლაპარაკებები განიხილება ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] -სთანაც.
“პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ აფასებს ორგანიზაცია შექმნილ სიტუაციას, ანუ სომხეთის სუვერენიტეტის წინაღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიას”, – აცხადებს მირზოიანი.


