Accentnews.ge
რუსეთის საპატრიარქო ნორვეგიაში სამხედრო ბაზებთან ყიდულობს უძრავ ქონებას – მედია

რუსეთის საპატრიარქო ნორვეგიაში სამხედრო ბაზებთან ყიდულობს უძრავ ქონებას – მედია

19/10/2022 09:20:24 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბოლო წლებში რამდენიმე უძრავი ქონება შეიძინა ნორვეგიაში, ქვეყნის სამხედრო ბაზებთან ახლოს,– იუწყება ადგილობრივი გაზეთი Dagbladet.

ერთ-ერთი ობიექტი არის ძველი სალოცავი სახლი სერეიდაში (ბერგენის კომუნა), რომელიც გადაჰყურებს ჰაკონსვერნს. ეს არის ნორვეგიის სამეფო საზღვაო ძალების მთავარი ბაზა და სკანდინავიის ქვეყნების უდიდესი საზღვაო ბაზა. რეესტრის მიხედვით, 2016 წელს შენობა მოსკოვის საპატრიარქოს ნათლისღების სამრევლომ შეიძინა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამლოცველო მდებარეობს ჰაკონსვერნიდან 3 კილომეტრში და იქიდან ნათლად ჩანს ნორვეგიის სამხედრო–საზღვაო ფლოტის უმეტესი ნაწილი.

რუსეთის საპატრიარქომ კიდევ რამდენიმე ობიექტი შეიძინა 2017-2021 წლებში ნორვეგიის სანაპირო რეგიონში, როგალანდიში. კერძოდ, სტავანგერში არის წმიდა დიდმოწამე ირინეს სამრევლო, რომელიც მდებარეობს JWC-ის შტაბ-ბინიდან - NATO–ს სამხედრო მოქმედებების ერთობლივი ცენტრიდან 15 წუთის სავალზე.

გარდა ამისა, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს უძრავი ქონება კირკენესში, რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. გამოცემის ცნობით, პეჩენგის წმინდა ტრიფონის სამრევლო ეკლესიამ 2015 წელს შეიძინა. ტერიტორია ცნობილია რუსეთთან მჭიდრო კავშირებით, რადგან იქ ბევრი რუსი ცხოვრობს – წერს Dagbladet.

გარდა ამისა, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ქონება ოსლოში.

უსაფრთხოების ექსპერტი Alfa Sefland Winge–იდან აღნიშნავს, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული ქონება, "შეიძლება იყოს პრობლემა, რადგან შენობები შეიძლება, გამოყენებულ იქნას სხვა რაღაცისთვის, გარდა რელიგიური მიზნებისა“.

”შეიძლება სიგნალის ჩახშობა, მოსმენა, დრონების კონტროლი...არსებობს უამრავი რამ, რისი განხორციელებაც შეიძლება მსგავსი ბაზიდან“, - განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქმა კირილმა წირვა აღავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ტაძარში და განაცხადა, რომ დონბასში „მეტაფიზიკური ბრძოლა“ გრძელდება და უკრაინის ხელისუფლება ეკლესიაში განხეთქილების წახალისებაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, „რუსეთი თავს ისტორიაში არავის დასხმია და რომ უკრაინაში რუსი სამხედროები ხელმძღვანელობენ შინაგანი მორალური გრძნობით, რომელიც დაფუძნებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე“.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პატრიარქმა კირილმა რუსებს მოუწოდა, წასულიყვნენ ფრონტზე და არ შეშინებოდათ სიკვდილის. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი სამხედროები ასრულებენ თავიანთ „მოწოდებას და მოვალეობას სამშობლოსა და საზოგადოების წინაშე“, ამიტომ მათი ქმედებები „თავგანწირვას შეედრება“.

მანამდე ესტონეთი გამოვიდა კირილის სანქცირების მოწოდებით, რასაც უნგრეთმა დაბლოკა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა. შეზღუდვები მოიცავს მისი აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.

27 ივლისს კირილს ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს. 30 აგვისტოს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას კირილის და რუსული საპატრიარქოს 7 სხვა წევრის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S