
რუსეთის სათათბირომ წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა
17/10/2019 16:10:34 სხვა, მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყანაში მოქმედი წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ რეაგირების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
საუბარია, კერძოდ, მედიასაშუალებებზე: "მედუაზა", BBC, "რადიო თავისუფლება", "ამერიკის ხმა", და სხვა.
როგორც სახელმწიფო სათათბიროსში განმარტავენ, ხსენებულმა მედიასაშუალებებმა საარჩევნო კანონი იმ პერიოდში დაარღვიეს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ე.წ. სიჩუმის დღეს და უშუალოდ არჩევნების დღესაც.