ლონდონი განმარტავს, რატომ ჩავიდა ვაშინგტონში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით
19/10/2022 08:11:51 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ხვალ თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, ვაშინგტონს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია.
როგორც დასავლური მედი იუწყება, აღნიშნული ვიზიტი უკავშირდება აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისა და ირანის მიერ მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი განმარტავს, რომ მხარეები აუცილებლად განიხილავენ საკითხთა მთელ სპექტრს.
"ეს საუბრები ნორმალური და რეგულარული ნაწილია მსოფლიოში შექმნილი არანორმალური ვითარებისა. ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე გახდა ახალი საშუალებებით და ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. და ჩვენი პასუხი უნდა განხორციელდეს დროულად და არსებობს თემები, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვსურს, რომ ტელეფონით განვიხილოთ", – განაცხადა კლერლმა Sky News–სთან საუბრისას.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ვაშინგტონში იმყოფება. იგი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებთან.


