Accentnews.ge
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოქალაქეთა გამოძახება დაიწყო

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოქალაქეთა გამოძახება დაიწყო

19/10/2022 07:45:47 მსოფლიო

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოქალაქეთა გამოძახება დაიწყო.

”სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ღონისძიებები მკაცრად რუტინულია და სავარაუდოდ დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე", – აცხადებს თავდაცვის უწყება და დასძენს, რომ მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

17 ოქტომბერს ბელარუსულ–რუსული ერთობლივი სამხედრო ჯგუფის ფარგლებში მინსკმა ცოცხალი ცეცხლისა და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით წვრთნები დააანონსა.

"სამხედრო ნაწილების განლაგება იგეგმება ბელარუსის რესპუბლიკის ოთხ საწვრთნელ პოლიგონზე ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ საბრძოლო მომზადების აქტივობებს“, - აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის უწყებაში.

10 ოქტომბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშეკომ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.

17 ოქტომბერს ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ვალერი რევენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსში 9000 ჯარისკაცთან ერთად 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს:

"რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S