მიკოლაივში 13 ირანული "დრონის“ ჩამოაგდების თაობაზე იუწყებიან
19/10/2022 06:48:32 მსოფლიო
მიკოლაივის რეგიონის გუბერნატორის ვიტალი კიმის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ღამით მიკოლაივში 13 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან „ტელეგრამ–არხზე“ დაწერა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ბოლო 24 საათში მტერმა თავდასხმა ირანული "დრონებით“ ორჯერ განახორციელა.
მისი ინფორმაციით, 11 დრონი სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და ხოლო კიდევ ორი უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედროებმა.
ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.


