Accentnews.ge
აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

19/10/2022 06:17:39 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ.

ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული "დრონების" იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა.

გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ "დრონები", რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთვის იყენებს.

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S