უკრაინა – ქვეყნის სამხრეთში 80-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის 3 საცავი გავანადგურეთ
19/10/2022 05:55:57 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხეთით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება.
სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 15 დარტყმა განახორციელეს.
„მტრის დანაკარგები შეადგენს: 84 რაშისტს, 2 თვითმავალ მსხვილკალიბრიან ჰაუბიცა „აკაციას“, ტანკს, 3 ერთეულ ჯავშანტექნიკას, აგრეთვე საბრძოლო მასალის სამ საცავს ბერისლავისა და ბაშტანის რაიონებში“, - აცხადებენ სარდლობაში.
მისი ცნობით, „იუჟნობუგსკის ოპერატიულ ზონაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მას სტაბილურად აკონტროლებენ თავდაცვის ძალები".
"მტერი ცდილობს დაკავებული ხაზების შენარჩუნებას. ის აგრძელებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ავიაციის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, -აცხადებენ სარდლობაში.


