Accentnews.ge
"უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველ ქვეყნებთან, მათ შორის – საქართველოსთან"

"უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველ ქვეყნებთან, მათ შორის – საქართველოსთან"

19/10/2022 05:41:54 მსოფლიო

"უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველ ქვეყნებთან, მათ შორის – საქართველოსთან, რუსეთი უკვე აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილს", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა რას გულისხმობს თბილისთან პარტნიორობის გაძლიერება.

"ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას უწევენ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა. ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი შეშფოთების მოგვარებას, რომელიც გამოვხატეთ, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S