Accentnews.ge
CNN - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რათა რუსებს ირანული "დრონების" გამოყენება ასწავლონ

CNN - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რათა რუსებს ირანული "დრონების" გამოყენება ასწავლონ

19/10/2022 05:40:22 მსოფლიო

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუს სამხედროებს ირანში წარმოებული "დრონების" გამოყენება შეასწავლონ, -იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, ჯერ–ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ინსტრუქტორი გაემგზავრა ყირიმში, თუმცა, საუბარია „ათობით“ ირანელ სამხედროზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, დღემდე რუსი სამხედროები "დრონების" გამოყენებასთან დაკავშირებულ წვრთნებს ირანში გადიოდნენ, თუმცა, ბოლო კვირებში, ირანელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ყირიმში ჩასვლა დაიწყეს.

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "დრონების" გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S