Accentnews.ge
ხერსონში ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოცხადდა უკრაინის არმიის შეტევის ფონზე

ხერსონში ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოცხადდა უკრაინის არმიის შეტევის ფონზე

18/10/2022 20:08:26 ევროპა

ხერსონის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ სალდომ გამოაცხადა მშვიდობიანი მოსახლეობის "ორგანიზებული გადაადგილების" დაწყება უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევის ფონზე. საოკუპაციო ხელისუფლება ბერისლავის, ბელოზერსკის, სნიგირევსკის და ალექსანდროვსკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანას გეგმავს.

სალდომ გადაწყვეტილება ახსნა "მასშტაბიანი თავდაცვითი სიმაგრეების" შექმნის აუცილებლობით. ასევე, მისი თქმით, კიევი „გეგმავს კახოვს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას, რაც დატბორვას გამოიწვევს“.

„უკრაინული მხარე აგროვებს ძალებს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. რუსეთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა სამხედრო ჯგუფი ამ შეტევის მოსაგერიებლად. ამ დაპირისპირების ბრძოლის ველი შეიძლება, იყოს ხერსონის რეგიონის ქალაქები და სოფლები“, - განაცხადა სალდომ ვიდეომიმართვაში.

მანამდე იგივე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში) ზონაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა. მან ვითარებას "დაძაბული" უწოდა.

იხილეთ ასევე: რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა ხერსონში რუსებისთვის შექმნილ რთულ ვითარებაზე მიანიშნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S