Accentnews.ge
რატომ ჩამოვარდა რუსული ბომბდამშენი: ეისკის კატასტროფის სამი მიზეზი

რატომ ჩამოვარდა რუსული ბომბდამშენი: ეისკის კატასტროფის სამი მიზეზი

18/10/2022 19:27:28 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ეისკში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი (სუ-34) ჩამოვარდნა, დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრენის შემდეგ, ბომბდამშენის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და თვითმფრინავის ვარდნისას დაღვრილი, აალებული საწვავი მოედო 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს.

სამხედრო ექსპერტი, მფრინავი რომან სვიტანი სამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რატომ განიცადა ბომბდამშენმა კატასტროფა:

  • „ეს არის ახალი თვითმფრინავები, რომლებიც დაფუძნებულია ძველ სუ-27-ებზე. მიუხედავად ამისა, რუსული სამხედრო მრეწველობის მიერ ამ აღჭურვილობის წარმოების სისტემამ ძველ საბჭოთა დონესაც კი მიაღწია. ტექნიკა არ არის დაფარული. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი.
  • მეორე – რუსეთში ძრავებთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია. ერთ დროს ამ ძრავებს უკრაინელები აწარმოებდნენ ზაპოროჟიეს ქარხანაში. რუსებმა რამდენიმე ქარხანა აამუშავეს, მაგრამ ძრავები ვერ გამართეს: ითიშებიან ან მწყობრად არ მუშაობენ.
  • მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ექვს თვეში ორმოცდაათზე მეტი თვითმფრინავი დაეცა უკრაინის მინდვრებზე, დაიღუპნენ მაღალი კლასის რუსი პილოტები. ისინი კი, ვინც ტყვეობიდან დაბრუნდნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლავ ფრინავდნენ. ამჟამად რუსული არმიის მფრინავ–ამწევი პერსონალი მოუმზადებელია. მათგან ნახევარზე მეტი „ყვითლები“ არიან, რომლებსაც რამდენიმე წელი სჭირდებათ, რათა საბრძოლო უნარები მიიყვანონ იმ დონეზე, რაც ომის დაწყებამდე იყო“.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, სამხედრო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამხელა მსხვერპლის არიდება შესაძლებელი იყო და ამისთვის პილოტებს სიცოცხლის გარისკვაც კი არ სჭირდებოდათ:

"პილოტებმა, რომლებიც დაფრინავენ იესკის აეროდრომიდან, კარგად იციან საცხოვრებელი სექტორის მდებარეობა. იეისკის საზღვაო ავიაციის საავიაციო სკოლა ადრე ამ აეროდრომზე იყო დაფუძნებული. განცხადებები, რომ „ვარჯიში საბრძოლო მასალის გარეშე“ ტარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ეს იყო სასწავლო ფრენა საბრძოლო გამოყენებისთვის, იგი ხორციელდება სრული საბრძოლო მასალის გამოყენებით. რუსეთის ხელისუფლება კი ეშმაკობს. იყო აფრენა, დაბალი სიჩქარე. მფრინავებს შეეძლოთ, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა, უბრალოდ, კატაპულტირება მოეხდინათ ადრე და თვითმფრინავი აფრენის კურსზე ჩამოვარდებოდა და საცხოვრებელ კორპუსებამდე ვერ მიაღწევდა. პერსონალი არასწორად მოიქცა სამოქალაქო პირთან მიმართებაში“.

მისივე ცნობით, ამ თვითმფრინავს, საწვავის ოდენობიდან გამომდინარე შეუძლია საბრძოლო მასალის გადაზიდვა: დაახლოებით, 10 ტონა საწვავი სჭირდება ხუთი ტონა საბრძოლო მასალისთვის.

ხელისუფლება საბრძოლო მასალის არსებობაზე არ საუბრობს, მაგრამ ექსპერტი აფეთქების და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, დარწმუნებულია, რომ აფეთქდა, სულ მცირე, უმართავი რაკეტები:

„თვითმფრინავი დაფრინავდა მინიმუმ, საწვავის ნახევარი მარაგით და თითქმის სრული საბრძოლო კომპლექტით, რის გამოც მოხდა ასეთი ნგრევა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S