Accentnews.ge
რუსეთის ქალაქ ეისკში ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ეისკში ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

18/10/2022 18:33:48 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავის (სუ-34) ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია.

დილით იტყობინებოდნენ 13 დაღუპულის შესახებ. ნანგრევევში 10 ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, 68 მაშველებმა გადაარჩინეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრენის შემდეგ, ბომბდამშენის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და თვითმფრინავის ვარდნისას დაღვრილი, აალებული საწვავი მოედო 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.

რუსეთის ქალაქი ეისკი უკრაინის ნახევარკუნძულის, ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S