Accentnews.ge
“NATO უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს”

“NATO უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს”

18/10/2022 17:14:41 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უახლოეს დღეებში უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა დააანონსა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ შევასრულოთ დანაპირები, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან”, - თქვა სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე.

მისი თქმით, კიევისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა “ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალეს”.

“სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა. ეს რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი ნაკლი იყო მთელი ოპერაციის განმავლობაში: ისინი ელოდნენ, რომ საჰაერო სივრცეზე კონტროლს აიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S