Accentnews.ge
ირანი რუსეთს რაკეტებსაც დაპირდა – Reuters

ირანი რუსეთს რაკეტებსაც დაპირდა – Reuters

18/10/2022 15:31:08 მსოფლიო

ირანის ხელისუფლება მოსკოვს დაპირდა, მიაწოდოს „ხმელეთი-ხმელეთი“ სისტემის რაკეტები, ასევე დრონების კიდევ ერთი პარტია,– იტყობინება Reuters თეირანში ოთხ წყაროზე დაყრდნობით. ორი მათგანი სახელმწიფო მოხელეა, ორიც - დიპლომატი.

მათი თქმით, იარაღის მიყიდვისა და მიწოდების შესახებ შეთანხმება 6 ოქტომბერს იქნა მიღებული, როცა მოსკოვში იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ირანის ხელისუფლება ამ გარიგების შესახებ დასავლეთის მედიაში გამოჩენილ ცნობებს კატეგორიულად უარყოფდა.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის სისტემებზე. ამასთან, ამას სულ უფრო ხშირად აკეთებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით, ე.წ. დრონი კამიკაძეებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა თეირანს დამატებით 4000 დრონი შეუკვეთა. ამიტომ მან ითხოვა, კიევს მიეწოდოს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S