Accentnews.ge
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა

პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა

17/10/2019 15:12:45 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი ქვეყნის იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან  გასვლის თაობაზე, რომლითაც მანამდე სსრკ შეიარაღებული კონფლიქტებისას ჰუმანიტარული უფლებების დარღვევის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას აღიარებდა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიზეზი "ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარების მნიშვნელოვნად მზარდი რისკები" და "არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მხრიდან კომისიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკია”. ხსენებული სახელმწიფოები და რისკები მეტად დაკონკრეტებული არ არის.

ცალკეა აღნიშნული, რომ რუსეთის წარმომადგენელი კომისიის შემადგენლობაში არ ყოფილა, ქვეყნის მთავრობა კი ყოველწლიურად იხდიდა  შესაბამის გადასახადს. ​

შეიარაღებული კონფლიქტებისას ჰუმანიტარული უფლებების დარღვევების საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის კომპეტენციის აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება სსრკ-მა 1977 წელს მოახდინა. თავად კომისია მშვიდობიან დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში 1949 წელს დაფუძნდა.

1993 წელს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჟენევის მეოთხე კონვენცია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული ნორმების შემადგენლობაში შეიყვანა და, შესაბამისად,სავალდებულო გახადა შესასრულებლად სამხედრო კონფლიქტებში ჩაბმული ქვეყნებისთვის, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი კონვენციის ხელმომწერები.

კონვენციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მეომარ მხარეებს ავალდებულებს, საბრძოლო მოქმედებების უშუალო მონაწილეები მშვიდობიანი მოსახლეობისგან გამიჯნონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S