თურქეთმა შავ ზღვაში გამოცადა საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტა
18/10/2022 14:49:15 მსოფლიო
თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში გამოცადა საკუთარი წარმოების მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა.
როგორც თურქული გაზეთი Yeni Akit იუწყება, რაკეტა „ტაიფუნის“ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
გამოცემის თანახმად, რაკეტა შექმნილია კომპანია Roketsan-ის მიერ. მისი გამოცდა შავი ზღვის ნაპირთან განხორციელდა ქალაქ სინოპის რაიონში.
Bloomberg-ის ცნობით, „ტაიფუნმა“დაახლოებით 600 კმ-ზე მდებარე სამიზნე 458 წამში გაანადგურა. რაკეტის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს არ იტყობინებიან.
ამჟამად თურქეთი შეიარაღებაში იღებს რაკეტა Bora-1-ს, რომლის მოქმედების რადიუსი 280 კმ-მდეა. ამ რაკეტებმა, რომლებიც ზალპური ცეცხლის სისტემებისთვისაა განკუთვნილი, მთლიანად უნდა შეცვალოს ამერიკული MGM-140 ATACMS-ები.
Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი რამდენიმე წელია, მუშაობს „ტაიფუნის“ გასაიდუმლოებულ პროექტზე.
თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ უარი თქვა პროექტზე კომენტარის გაკეთებაზე.


