Accentnews.ge
Der Spiegel: გერმანიის კიბერსპეცსამსახურის უფროსი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო თანამდებობიდან გადააყენეს

Der Spiegel: გერმანიის კიბერსპეცსამსახურის უფროსი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო თანამდებობიდან გადააყენეს

18/10/2022 14:23:38 მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან დაითხოვა კიბერუსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს (BSI) უფროსი არნე შენბომი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი, - იუწყება გამოცემა Der Spiegel გერმანიის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ყოფილი ჩინოსნის მიმართ დისციპლინარული მოკვლევაა დაწყებული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებობს ეჭვი, რომ შენბომი რუსულ სპეცსამსახურებს გერმანიის კიბერუსაფრთხოების საზოგადოებრივი საბჭოს (Cyber-Sicherheitsrat Deutschland) მეშვეობით ეკონტაქტებოდა, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი თავად არის. სექტემბერში მაღალჩინოსანი ხსენებული საბჭოს საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს გაცემული ქონდა რეკომენდაცია, ამ ორგანიზაციასთან კონტაქტის გაწყვეტის თაობაზე.

გერმანული მედიის მონაცემებით, საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი რუსული დაზვერვის ყოფილი აგენტის მიერ შექმნილი კომპანია «Протелион»-ია, რომელსაც მარტის თვემდე გერმანიაში Infotecs GmbH-ის სახელწოდებით იცნობდნენ, ეს გახლავთ რუსული "ИнфоТекс"-ის შვილობილი, რომელიც თავის დროზე რუსეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომელმა, პრეზიდენტ პუტინის მიერ საპატიო მედლით დაჯილდოებულმა აგენტმა დააფუძნა. აგენტმა ჩაპ ჩაევმა დააფუძნა, ისვე გახლავთ კომპანიის გენერალური დირექტორი.

გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტმა ჰანს-ვილგელმ დიუნმა უწყებაზე რუსული გავლენის შესახებ საუბრებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ არც Cyber-Sicherheitsrat Deutschland-ში, არც BSI-ში არაფერი იცოდნენ «Протелион»-ის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის თაობაზე. თუმცა როგორც გამოცემა Handelsblatt-ი აღნიშნავს, თავად დიუნიც ეჭვმიტანილია რუსეთთან კავშირებში: 2019 წელს მან საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მემორანდუმი გააფორმა რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S