რუსეთი უგანდიდან ელექტრომობილების იმპორტს გეგმავს
18/10/2022 14:01:37 მსოფლიო
უგანდა რუსეთს ელექტრომობილების ექსპორტს დაჰპირდა.
რუსეთში უგანდის ელჩის მოზეს კიზიგეს განცხადებით, ამ მანქანების წარმოება ქვეყანაში ჯერ ახალდაწყებულია, "მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მათი ექსპორტირება დაიწყება".
ამასთანავე რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უკვე გააფორმა შეთანხმება რუსულ კამაზთან ერთობლივი ქარხნის მშენებლობის თაობაზე და პროდუქცია როგორც რუსეთში, ისე აფრიკულ ბაზარზე გაიყიდება.
კიზიგემ ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკას რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარება სურს და ორმხრივი ვაჭრობის ეროვნულ ვალუტებზე გადაყვანა არ გამორიცხა.
მანამდე განცხადება რუსულ ბაზარზე ავტომობილების შესაძლო მიწოდების შესახებ ირანელმა მწარმოებლებმაც გააკეთეს. ირანული Iran Khodro Tara-ს რუსულ ბაზარზე მიწოდება, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. თავად ირანში მისი ფასი საშუალოდ 12 ათას დოლარს შეადგენს.


