ევროკავშირმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა
18/10/2022 13:28:55 მსოფლიო
ევროკავშირმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა .
სასანქციო სიაში მოხვდა 11 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი, რომელთაც საპროტესტო აქციების ხისტი ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობა ედებათ ბრალად.
საუბარია მიმდინარე წლის სექტემბერში გამართულ მასობრივ აქციებზე, რომელიც ირანელი ქალის მახსი ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
ამინი ირანელმა პოლიციელებმა ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავეს და მალევე იზოლატორიდან საავადმყოფოში გადააგზავნეს, სადაც ქალი გარდაიცვალა. ნათესავები აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი პოლიციელების მიერ სასტიკი ცემა გახდა, თავად სახელისუფლებო ორგანოები ამას კატეგორიულად უარყოფენ.
სასანქციო სიაში მოხვდა როგორც ირანული პოლიცია, ასევე ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვაზე აკისრებს პასუხისმგებლობას.
ცნობისთვის: ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასანქციო პაკეტის შემოღების საკითხს განიხილავს. ამჯერად საქმე უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების სავარაუდო მიწოდებას ეხება.


