Accentnews.ge
„უზარმაზარი დეფიციტი გვაქვს“: რუსეთის შსს პრობლემებზე საუბრობს

„უზარმაზარი დეფიციტი გვაქვს“: რუსეთის შსს პრობლემებზე საუბრობს

18/10/2022 11:35:18 მსოფლიო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომელთა "დიდი დეფიციტის" შესახებ გამოაცხადა,– იუწყება რუსული მედია.

როგორც მედია აღნიშნავს, რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ საკადრო დეფიციტს ამწვავებს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე სამუშაოდ დაახლოებით 50 000 ადამიანის დაქირავება.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი. გვყავს 90 000 პერსონალი.

თუ ჩვენ მის ხარჯზე დავაკომპლექტებთ ახალ დანაყოფებს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ამისგან კარგი არაფერი გამოვა“, - თქვა კოლოკოლცევმა სახელმწიფო სათათბიროში საუბრისას.მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამუშაოდ, 2026 წლამდე აუცილებელია, 42 000 თანამშრომლის დაქირავება, შემდეგ კი „კიდევ 8000–ის – 2026 წელს“.

5 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო ორგანოების შექმნა დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S