უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა
18/10/2022 11:26:57 მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. .
„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.


