Accentnews.ge
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" აღიარა

18/10/2022 11:22:19 მსოფლიო

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა [რიიგიკოგუ] 88 ხმით, რუსეთის რეჟიმი "ტერორისტულად" აღიარა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.

"რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება",– ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიიგიკოგუ ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

"პუტინის რეჟიმმა, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებას ომში.

რიიგიკოგუ ასევე გმობს რუსეთის რეჟიმის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მობილიზაცია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ.

ამასთან, რიიგიკოგუ მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციების პოლიტიკის გაგრძელებისკენ.

განცხადებაში რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ნატო–ს წევრ ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის როგორც იარაღით, ისე ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყანას მხარი დაუჭირონ ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S