უკრაინის პარლამენტს წარედგინა რეზოლუციის პროექტი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ
18/10/2022 11:10:58 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტს წარედგინა რეზოლუციის პროექტი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
"ასევე, საბჭომ უნდა მიმართოს გაერო-ს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს, ეუთო–ს, ნატო–ს და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საპარლამენტო ასამბლეებსა და მსოფლიოს მთავრობებს, მიიღონ საჭირო ზომები და აღიარონ ირანი, როგორც ტერორიზმის სპონსორი და გაძლიერდეს მასზე სანქციები. ირანი რუსეთს ამარაგებს უპილოტო თვითმფრინავებით, რომლებიც შემდეგ უკრაინაში კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე არის ინფორმაცია, რომ ეს ქვეყანა ემზადება რუსეთს გადასცეს ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300-დან 700 კმ-მდე დაშორებულ სამიზნეებს ურტყამს. შეერთებულმა შტატებმა ირანი უკვე აღიარა ტერორიზმის სპონსორად. აქედან გამომდინარე, უკრაინას შეუძლია ამ საკითხის წამოწევა ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიმედოვნებ, რომ საბჭო რაც შეიძლება მალე განიხილავს რეზოლუციას",– წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.


