Accentnews.ge
კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ აფეთქებების შესახებ რუსული რეგიონებიდან იუწყებიან

კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ აფეთქებების შესახებ რუსული რეგიონებიდან იუწყებიან

18/10/2022 11:02:32 მსოფლიო

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების მიერ მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსაზღვრე რუსული რეგიონებიდან იუწყებიან დაბომბვის შესახებ.

ჭურვები ბელგოროდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რკინიგზის სადგურს მოხვდა, – განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მედია წერს, რომ ნაღმტყორცნებიდან გაისროლეს გრაივორონის ურბანული რაიონის რამდენიმე სოფლის მიმართულებით და რომ ჭურვები ორ ელექტროგადამცემ ხაზს მოხვდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ორი სოფელი: ბეზიმენო და დუნაიკა.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტი იტყობინება სოფელ ტეტკინოსა და სოფელ პოპოვო-ლეჟაჩის დაბომბვის შესახებ.

ამ ტერიტორიაზე არის ქვესადგური. თავდასხმებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

გარდა ამისა, იუწყებიან, რომ სასაზღვრო პუნქტების მიმართულებით "6-ზე მეტი მოფრენა“ დაფიქსირდა.

10 ოქტომბრიდან რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორცელებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე რაკეტებითა და დრონებით. იბომბება ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინელები უნდა მოემზადონ ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გათიშვისთვის: ენერგეტიკული მდგომარეობა კრიტიკულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, – განაცხადა პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S