Accentnews.ge
კიევზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად 2 პირი დაიღუპა

კიევზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად 2 პირი დაიღუპა

18/10/2022 11:01:39 მსოფლიო

კიევზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად 2 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიების თანახმად, 2022 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ენერგომომარაგების ობიექტზე. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის: 17 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სუმის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და ლვოვის ოლქებზე. მხოლოდ კიევში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა რუსული ძალების სამიზნე იყო ენერგოობიექტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კოანაშენკოვმა განაცხადა, რომ "მაღალი სიზუსტის იარაღით" შეუტიეს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკის ობიქტებს და წინასწარ განსაზღვრული ყველა სამიზნე გაანადგურეს. რუს გენერალს არაფერი უთქვამს კიევის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იერიშზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S