Accentnews.ge
რუსეთში კინოდარბაზების 41% დაიხურა

რუსეთში კინოდარბაზების 41% დაიხურა

18/10/2022 10:13:55 მსოფლიო

კრემლის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების რუსეთიდან დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში აგვისტოს მდგომარეობით, კინოდარბაზების 41% დაიხურა, – თქვა კინოთეატრების მფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ვორონკოვმა. ომის დაწყებამდე მათი რაოდენობა 5700 იყო.

მისივე თქმით, სულ 150 (7%–ზე მეტი) კინოთეატრი დაიხურა.

როგორც განიმარტა, ზოგიერთ კინოთეატრში მხოლოდ რამდენიმე დარბაზი ფუნქციონირებს. ამასთან, მეპატრონეები ვერ გეგმავენ მომავალს: თუ ადრე იცოდნენ, რა ფილმებს უჩვენებდნენ ერთი წლის განმავლობაში, ახლა საახალწლო პერიოდსაც კი ვერ გეგმავენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წამოწყებიდან დასავლურმა კინოკომპანიებმა რუსეთში ფილმების დისტრიბუცია შეაჩერეს. შედეგად, მხოლოდ "ბეტმენის" და "მორბიუსის" კინოთეატრებმა დაკარგეს დაახლოებით, 5 მილიარდი რუბლი.

კინოთეატრები ცდილობენ, ჰოლივუდური ფილმები ჩაანაცვლონ ძველი კინოსურათებითა და აზიური და აფრიკული ფილმებით. ამასთან, მთავრობას საავტორო უფლებების მფლობელების ნებართვის გარეშე ფილმების ჩვენების ნებართვა სთხოვეს, რასაც ჩინოვნიკები არ დათანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S