Accentnews.ge
რუსეთში მღვდელი გაასამართლეს ჯარის „დისკრედიტაციისთვის“

რუსეთში მღვდელი გაასამართლეს ჯარის „დისკრედიტაციისთვის“

18/10/2022 09:34:40 მსოფლიო

სვერდლოვსკის ოლქის ვერხოტურსკის რაიონულმა სასამართლომ მღვდელი ნიკანდრი (ევგენი პინჩუკი) რუსული არმიის „განმეორებითი დისკრედიტაციისთვის“ გაასამართლა. 51 წლის სასულიერო პირს 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადადა დააკისრეს.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა სასულიერო პირის „პოსტები“ სოციალურ ქსელ VKontakte-ზე: სასულიერო პირი ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, აკრიტიკებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რუსეთის ხელმძღვანელობას. ამჟამად მის გვერდზე ყველა „პოსტი“ წაშლილია.

როგორც სასულიერო პირმა უამბო ჟურნალისტებს, პროკურატურა აპირებდა მისი დადანაშაულებას მორწმუნეთა გრძნობების გაღვივებაში, მაგრამ ექსპერტიზამ ეს მის ჩანაწერებში ვერ აღმოაჩინა.

მანამდე სასულიერო პირს იძულებითი შრომა ჰქონდა განსაზღვრული სასამართლოს მიერ „ჯარის დისკრედიტაციისთვის“ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად უკრაინული გვარისა, თავს რუსად თვლის, მაგრამ უკრაინა სამხედრო კონფლიქტში უდავოდ არის დაზარალებული მხარე, რომელსაც აქვს მორალური უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S