Accentnews.ge
ამერიკელი გენერალი: "რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენება ცხადყოფს, რომ რუსული არმია აღჭურვილობისა და პერსონალის ნაკლებობას განიცდის"

ამერიკელი გენერალი: "რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენება ცხადყოფს, რომ რუსული არმია აღჭურვილობისა და პერსონალის ნაკლებობას განიცდის"

18/10/2022 08:57:50 მსოფლიო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენება ცხადყოფს, რომ რუსული არმია აღჭურვილობისა და პერსონალის ნაკლებობას განიცდის.

"პუტინის არმია ახლა გამოფიტულია როგორც აღჭურვილობის, ისე პერსონალის მხრივ და იმდენად გამოფიტულია, რომ რუსებს უწევთ, მიმართონ სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ირანს "Shahed-136"–ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისა და ახლა უკვე რაკეტებისთვის. საქმე იმაშია, რომ რაკეტები, რომლებსაც რუსეთი ირანიდან მიიღებს, უმართავი იქნება, მას კვლავ დატერორების იარაღად გამოიყენებენ უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ", – განაცხადა ჰერტლინგმა CNN-თან საუბრისას.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს 2400 ერთეული "Shahed-136" შეუკვეთა. აღნიშნულ "დრონს" შეუძლია დაახლოებით, 50კგ. ტვირთის ტარება. მას შუძლია, ზუსტი მართვადი რაკეტების გადატანა.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებზე შეტევას ირანული "დრონებით" ახორციელებს. თუმცა ირანი მოსკოვისთვის "დრონების" მიწოდებას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S