ბრიტანეთში გერმანიის ელჩი: "ირანი უნდა დაისაჯოს რადგან, რუსეთს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებაში დაეხმარა"
18/10/2022 08:27:27 მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში გერმანიის ელჩი მიგელ ბერგერი ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ირანი უნდა დაისაჯოს დამატებითი სანქციებით იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებაში "კამიკაძე–დრონებით" დაეხმარა. ამასთან, შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს შესაძლოა, რაკეტები მიჰყიდოს", – წერს ბრიტანეთში გერმანიის ელჩი.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებზე შეტევას ირანული "დრონებით" ახორციელებს. თუმცა ირანი მოსკოვისთვის "დრონების" მიწოდებას კატეგორიულად უარყოფს.


