Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს უკავშირდება"

ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს უკავშირდება"

18/10/2022 07:22:41 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, "უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს უკავშირდება".

უწყების შეფასებით, რუსეთის ძირითადი მიზანია უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენება.

"იმის გამო, რომ აგვისტოდან რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, მზად არის უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად დარტყმა მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. ბოლო ერთ კვირაში სამჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. ბოლო თვეებში უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ხარკოვის ოლქში, რომელიც რუსული ჯარისგან პრაქტიკულად, მთლიანად გაათავისუფლა. უკრაინელ სამხედროებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსეთის მიერ ანექსირებულად გამოცხადებულ დონბასსა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S