Accentnews.ge
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს

18/10/2022 07:18:56 საზოგადოება

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანია "მთავარისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს.

"მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულმა ნახა, რომ მოპარული იყო მისი ლეპტოპი და "TV პირველის" კამერა.

"შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას დაცვის სამსახური იცავს. ამავე შენობაშია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაც.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით იძიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S