Accentnews.ge
რეზნიკოვი: "იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა"

რეზნიკოვი: "იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა"

18/10/2022 06:47:58 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.

„ძალიან მადლობელი ვართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობისა და თავდაცვის მინისტრის ლორენცო გუერინის, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მოწოდებისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალი პაკეტი დაეხმარება უკრაინას "მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავდაცვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ".

ამასთან, მინისტრი არ აკონკრეტებს, რა ღირებულების დახმარებაზეა საუბარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S