რუსეთში ავიაკტასტროფის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა
17/10/2022 19:20:01 მსოფლიო
რუსეთში ავიაკტასტროფის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, დაშავებულია 25 პირი.
დღეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ ეისკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, "თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის შესასრულებლად აფრენისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ხომალდის ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა".
მედიის ცნობით, უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში. რაც შეეხება კორპუსს, საცხოვრებელი კორპუსი ცხრა სართულიანია.
ადგილზე მაშველები, მეხანძრეები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


