Accentnews.ge
უკრაინა რუსების ტყვეობიდან 108 ქალის გათავისუფლების თაობაზე იუწყება

უკრაინა რუსების ტყვეობიდან 108 ქალის გათავისუფლების თაობაზე იუწყება

17/10/2022 18:54:59 მსოფლიო

უკრაინის განცხადებით, რუსეთთან შედგა პატიმართა კიდევ ერთი "მასშტაბური" გაცვლა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ ქალი პატიმრების გაცვლის პირველი შემთხვევაა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ გაცვლა მოხდა 17 ოქტომბერს და გათავისუფლებულია 108 ქალი.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა 37 ქალი, რომლებიც უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის შენობაში რჩებოდნენ. გათავისუფლებულ ქალთა უმრავლესობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრია.

ერმაკი აცხადებს, რომ ქალებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ოჯახებში დაბრუნდებიან.

მას არ დაუკონკრეტებია იმ ქალების ვინაობა, რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა გაცვლის ოპერაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S