Accentnews.ge
„ეს არ იყო გმირობა, გავაკეთე რაც შევძელი" - კახი კალაძე დევი მეზურნიშვილს შეხვდა

„ეს არ იყო გმირობა, გავაკეთე რაც შევძელი" - კახი კალაძე დევი მეზურნიშვილს შეხვდა

17/10/2022 17:39:24 საზოგადოება

თბილისი მერი კახი კალაძე შეხვდა მებაღე დევი მეზურნიშვილს, რომელმაც "ვაკის პარკის" შადრევანში ბავშვები გადაარჩინა.

„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი”, – აცხადებს მეზურნიშვილი.

ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთმა დაშავებულმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S