Accentnews.ge
გერაშჩენკო: "უკრაინელების მოსაკლავად გამიზნული რუსული იარაღი რუსებს დაეცათ თავზე, დააფიქრებთ ეს მათ და გააპროტესტებენ ომს?"

გერაშჩენკო: "უკრაინელების მოსაკლავად გამიზნული რუსული იარაღი რუსებს დაეცათ თავზე, დააფიქრებთ ეს მათ და გააპროტესტებენ ომს?"

17/10/2022 16:52:16 მსოფლიო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო რუსული სუ-34–ის ავიაკატასტროფის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა.

"საბრძოლო თვითმფრინავმა დაკარგა კონტროლი და რუსეთის ქალაქ ეისკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. მომხდარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე პირი ჰოსპიტალიზებულია. უკრაინელების მოსაკლავად გამიზნული რუსული იარაღი რუსებს დაეცათ თავზე, დააფიქრებთ ეს მათ და გააპროტესტებენ ომს?", – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, "თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის შესასრულებლად აფრენისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ხომალდის ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა".

მედიის ცნობით, უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში. რაც შეეხება კორპუსს, საცხოვრებელი კორპუსი ცხრა სართულიანია.

ადგილზე მაშველები, მეხანძრეები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S