Accentnews.ge
მედია– რუსული ზებგერითი გამანადგურებელი სუ-34 რუსეთის ქალაქ ეისკში  მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა (ვიდეო)

მედია– რუსული ზებგერითი გამანადგურებელი სუ-34 რუსეთის ქალაქ ეისკში  მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა (ვიდეო)

17/10/2022 16:38:33 მსოფლიო

რუსული ზებგერითი გამანადგურებელი სუ-34 რუსეთის ქალაქ ეისკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, – იუწყება ადგილობრივი მედია.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, "თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის შესასრულებლად აფრენისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ხომალდის ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა".

მედიის ცნობით, უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში. რაც შეეხება კორპუსს, საცხოვრებელი კორპუსი ცხრა სართულიანია.

ადგილზე მაშველები, მეხანძრეები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S