Accentnews.ge
ბელარუსულ–რუსული ერთობლივი სამხედრო ჯგუფის ფარგლებში მინსკმა ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით წვრთნები დააანონსა

ბელარუსულ–რუსული ერთობლივი სამხედრო ჯგუფის ფარგლებში მინსკმა ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით წვრთნები დააანონსა

17/10/2022 16:24:17 მსოფლიო

ბელარუსულ–რუსული ერთობლივი სამხედრო ჯგუფის ფარგლებში მინსკმა ცოცხალი ცეცხლისა და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით წვრთნები დააანონსა. შესაბამისი ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"სამხედრო ნაწილების განლაგება იგეგმება ბელარუსის რესპუბლიკის ოთხ საწვრთნელ პოლიგონზე ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ საბრძოლო მომზადების აქტივობებს“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

10 ოქტომბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშეკომ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.

17 ოქტომბერს ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ვალერი რევენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსში 9000 ჯარისკაცთან ერთად 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს:

"რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S